Saturday, November 7, 2015

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგზე გავეცანით მეშვიდე მოდულს-ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენება. დავამთავრე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. გავეცანი ტრენინგის სხვა მონაწილეების ატვირთულ მასალებს და გავუკეთე კომენტარები.

Sunday, November 1, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგზე გავეცანი  საპრეზენტაციო, მოსწავლის ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის თვითშეფასების,მულტიმედიური პრეზენტაციის, პროექტის მართვის უნარების თვითშეფასების რუბრიკებს. ვიმუშავე პროექტის შეფასების რუბრიკაზე.

Saturday, October 31, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

31 ოქტომბრის ტრენინგზე  ვისწავლე საპრეზენტაციო შაბლონების შექმნა, ვისაუბრეთ მრავამხრივ ინტელექტზე, დიფერენცირებულ სწავლების ფორმაზე. მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით შევადგინე პროექტის გეგმა.

Sunday, October 25, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

2015 წლის 25ოქტომბერს, ტრენინგზე დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები,გავეცანით ინტერნეტში მოძიებული მასალის სასწავლო პროცესისათვის გამოყენების წესებს,შევინახე და შევავსე გამოყენებული ლიტერატურის შევსების მარტივი შაბლონი.  მივიღეთ დავალება, შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გავუზიარებ ჩემს მოსწავლეებს.

Saturday, October 24, 2015

მეთხე დღის რეფლექსია

24 ოქტომბერს, ტრენინგზე ნაყოფიერად ვიმუშავე შეფასების სქემაზე,შევარჩიე მეთოდები და ინსტრუმენტები. წინარე ცოდნის შესამოწმებლად შევქმენი გონებრივი იერიშის კითხვარი. ვიმუშავე საპრეზენტაციო პროგრამაში.
ტრენინგზე მიღებულ  ცოდნას გამოვიყენებ ჩემი პედაგოგიური საქმიანობის დროს.